weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ილია II ბრძენია და ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს – ირაკლი კობახიძე

16:58 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა და სამედიცინო მიზნით საქართველოში მარიხუანას მოყვანა-ექსპორტის საკითხზე ესაუბრა.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პატრიარქი არის არა მხოლოდ ჩვენი სულიერი ლიდერი და ეკლესიის ხელმძღვანელი, არამედ ის არის ბრძენი ადამიანი. მას ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ზოგადად ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას. კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია და დავიწყებთ ძალიან აქტიურ კონსულტაციებს ყველასთან იმისთვის, რომ საზოგადოებას კანონპროექტის შინაარსი გავაცნოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში დროებით შეჩერდა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის, ექსპორტზე გასატანად საქართველოში მარიხუანას მოყვანასა და წარმოებას ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, ამ საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული.

მთავრობის ინიციატივას სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან. კათოლიკოს-პატრიარქმა 16 სექტემბერს, საკვირაო ქადაგებაზე განცხადა, რომ ეს საქმიანობა კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს, რადგან მისი გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. ილია მეორეს მიაჩნია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოში ნარკომანია გავრცელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]